- Advertisement -

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღე გაიხსნა

8

სესიას მოდერაციას უწევს ცნობილი ჟურნალისტი, BBC-ის მთავარი ბიზნესკორესპონდნეტი ჯო ლინამი.
სპიკერები დისკუსიის ფარგლებში განიხილავენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორისაა საინვესტიციო მიმზიდველობა, ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო შემდგომი რეფორმები და ინიციატივები; საქართველო, როგორც ინვესტიციებისთვის მზარდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა; საქართველოს მდგრადი განვითარების ახალი ინიციატივა – უფრო მწვანე ეკონომიკა; მიზნობრივი ინვესტირების ხელშეწყობა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.
პანელის მომხსენებლები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, Bitfury Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი, შპს „m კვადრატის“ უძრავი ქონების აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბურდილაძე და სხვა.
The post „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღე გაიხსნა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...