დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტრუქტურულ რეფორმას იწყებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, რეფორმის მიზანია, მერიის სტრუქტურების შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმირება; მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება; მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
რეფორმების შედეგად, სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.
თბილისის მერის ეს ინიციატივა დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.