- Advertisement -

თბილისის გენგეგმის კონცეფციით, მტკვრის მარცხენა სანაპირო ავტოტრანსპორტისგან უნდა გამოთავისუფლდეს

546

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიერ წარმოდგენლი კონცეფციის თანახმად, მტკვრის სანაპირო ძირითად სარეკრეაციო ზონად უნდა ჩამოყალიბდეს. კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით:

კონცეფციით მიხედვით, ქალაქის ჩრდილოეთით, დიღმის ჭალების ვრცელი ტერიტორიები იქცევა მსხვილ საქალაქო ლანდშაფტურ პარკად, არაფორმალური ღია სივრცეებითა და დაცული ბუნებრივი გარემოს ელემენტებით.

კონცეფცი აღინიშნულია, რომ მდინარისპირა ლანდშაფტური პარკების ფუნქციას იძენს დირსიჭალისა და ორთაჭალის მდინარისპირა გაუნაშენიანებელი სივრცეები. მთლიანობაში, გეგმარებითი მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი, დაახლოებით ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკების და სკვერების ჯამურ ფართს.

Comments
Loading...