- Advertisement -

თბილისის გენგეგმის კონცეფციით, მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა განიხილება

526

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში მგზავრთა გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებად მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა განიხილება. 

"მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით). მათი ეფექტური გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი:

● მდინარის გათავისუფლება საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისაგან;
● გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისათვის;
● აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით",-აღნიშნულია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში. 

Comments
Loading...