- Advertisement -

თბილისის იუსტიციის სახლთან 26 მაისის თაღი გაიხსნება

357

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 22 მაისს, 11 საათზე იუსტიციის სახლში 26 მაისის თაღის პრეზენტაცია გაიმართება. ინსტალაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. 

იუსტიციის სახლის შესასვლელთან აღმართული თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა ევროპასთან დასაბრუნებლად. თანამედროვე ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად მისულ საქართველოს მოქალაქეებს სიმბოლურად იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე განვლო. ინსტალაციაზე დატანილია ინფორმაცია ყველა სამგზავრო დოკუმენტის შესახებ, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები 1918 წლიდან დღემდე სარგებლობდნენ. სხვადასხვა დროს მოქმედი 6 განსხვავებული სამგზავრო დოკუმენტი მნიშვნელოვნად გამოირჩევა ერთმანეთისაგან და საქართველოს, როგორც ევროპისაკენ მიმავალი ქვეყნის, ტრანსფორმაციას ასახავს.

Comments
Loading...