- Advertisement -

თბილისის მერიამ, კამპანიის “ვკითხულობთ ტრანსპორტში” ფარგლებში, მგზავრებს 550 წიგნი გადასცა

475

თბილისის მერიის კამპანიის ფარგლებში  „ვკითხულობთ ტრანსპორტში“. # 9, # 51, #61 და #87   ავტობუსებში, მგზავრებს, საჩუქრად, 6 სხვადასხვა გამომცემლობის 550 წიგნი გადაეცათ.

მერიის ინფორმაციით, მგზავრებს „ნეკერის“, „დიოგენეს“, „ინტელექტის“, „მერიდიანის“, „სეზანისა“ და „პალიტრა L”-ის  შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ამ პოემის შესახებ გამოცემული წიგნები მერიისა და გამომცემლობების წარმომადგენლებმა გადასცეს.

კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ. დღევანდელი აქციით,  დედაქალაქის მერია შეუერთდა ღონისძიებებს, რომლებიც, ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

Comments
Loading...