- Advertisement -

თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

328

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს.

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემა.

საქმე ეხება საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთის გასხვისების შესახებ.

თბილისის მერიის შენობის შესასვლელთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

Comments
Loading...