- Advertisement -

თბილისის მერიაში კულტურის საქალაქო და განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურები გაერთიანდება

297

დედაქალაქის მერიაში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერიის სტრუქტურული ცვლილებების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

შესაბამისად, დედაქალაქის მერიაში მოხდება ორი სამსახურის, კულტურის საქალაქო და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურების გაერთიანება.

თბილისის მერის კახი კალაძის ეს ინიციატივა დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
 

Comments
Loading...