- Advertisement -

თბილისის მერიაში პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება განიხილება

399

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

პეკინის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური კითხვარით გათვალისწინებულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებას გამოხატავენ.

მერიაში განმარტავენ, რომ კითხვარი ითვალისწინებს მოსახლეობის აზრის დადგენას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პეკინის ქუჩის ნაწილობრივი გაცალმხრივება, ავტობუსების სავალი გზის შენარჩუნება ორივე მხარეს, ველობილიკის დამატება და საფეხმავლო გზის გაფართოება.

კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდში.

Comments
Loading...