- Advertisement -

თბილისის მერია: მოჭრილი ხეების სანაცვლოდ დაირგება ხეები და მოეწყობა მწვანე სივრცე

421

თბილისის მერია ჭავჭავაძის N 82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მიიღო შპს „მესხი“-ს განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე – ჭავჭავაძის გამზ N 82-ში 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას – ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას. საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე.

კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

Comments
Loading...