- Advertisement -

თბილისის მერია: ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრაზე კონტროლი მკაცრდება

609

თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება დაავალა.

როგორც მერიიდან იუწყებიან, დავალების შესაბამისად, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს – ფიზიკური და იურიდიული პირები, დედაქალაქის ქუჩებსა და კომერციული ფართების წინ საბურავების დაყრის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული წესით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან და ძველი საბურავები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განათავსონ.

Comments
Loading...