22016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე დედაქალაქის მერიის შტატგარეშე თანამშრომლების პრემიებმა 215 737.5 ლარი შეადგინა.
ამის შესახებ „აიპრესს“ თბილისის მერიიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს მერიას.
ინფორმაცია მოწოდებულია ჩაშლილად, მერიის სამსახურების მიხედვით. მერიაში სულ 14 სამსახურია:
მერიის ადმინისტრაცია, საფინანსო საქალაქო სამსახური, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური, შესყიდვების საქალაქო სამსახური,ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური, კეთილმოწყობისსაქალაქო სამსახური, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, იურიდიული საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, ჯანდაცვის საქალაქო სამსახური, კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
შეგახსენებთ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიის შტატიან თანამშრომლებზე ხელფასებისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო პრემიებზე 6.5 მილიონზე მეტი გაიცა.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი