- Advertisement -

თბილისის მერმა სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

359

თბილისის მერმა კახა კალაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ, თბილისის მერიამ სასტუმროში დროებით დააბინავა.

კახა კალაძე აღნიშნულ ოჯახებს გაესაუბრა და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაში დახმარებას დაჰპირდა. მანვე ისნის რაიონის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს სთხოვა, სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს მაქსიმალური დახმარება გაეწიოს.

"12-მა ოჯახმა მოგვმართა, რომლებიც დროებითი საცხოვრებელი ფართებით იქნებიან უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, დაწყებულია მუშაობა და უახლოეს მომავალში, გვეცოდინება რა მდგომარეობაა. პრემიერის დავალებაა, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და შესაბამისად, უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით, სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. ჩატარდება ასევე, ინვენტარიზაციის სამუშაოები და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც რა დაუზიანდა, ყველაფერი აღდგენილი იქნება", – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...