- Advertisement -

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კიევის რადას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფებოდა პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე, რომელიც საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი და ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისის“ თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტი.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და კიევის მერის მოადგილემ, კიევის რადას მდივანმა ვოლოდიმირ პროკოპივმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში თანამშრომლობის გამყარებას.

„თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქებია და ჩვენ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, რაც ამ მემორანდუმით კიდევ უფრო გაღრმავდება. თანამშრომლობა მოიცავს მრავალ მიმართულებას, რომელიც საშულებას მოგვცემს მუნიციპალიტეტების დონეზე ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. მნიშვნელოვანია ასევე, ამ პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ითანამშრომლებენ მუნიციპალური განვითარების და ქალაქის მართვის და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში. ასევე ერთმანეთს გაუზიარებენ პრაქტიკას საბიუჯეტი და სოციალურ-ეკონომიკური, კანონიერების დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის, გარემოს დაცვის პოლიტიკის, ქალაქმშენებლობის და მიწათსარგებლობის, ჯანმრთელობის და სოცილური დაცვის, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის, კულტურის, ტურიზმის, განათლების და სპორტის მიმართულებებით.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეები მომავალი თანამშრომლობის და შეხვედრების შესახებ შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებ.

Comments
Loading...