- Advertisement -

თბილისის საკრებულომ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დაამტკიცა

542

დედაქალაქის საკრებულომ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დაამტკიცა.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმღვანელი ვლადიმერ ჭიღლაძე გახდა.

იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა სერგო ბირკაძემ დაიკავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გაიოზ თალაკვაძე დაინიშნა; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვაბელად გიორგი ბაგრატიონი; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გელა ჩივიაშვილი; კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად სოფიო ხუნწარია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი გვილავა; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მუმლაძე; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად გიგა გიგაშვილი.

შესყიდვების საქალაქო სამსახურს გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს გივი კუბლაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს ნიკოლოზ ჭონქაძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ანდრია ბასილაია.

ცნობისთვის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინა და დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს წარუდგინა. 

Comments
Loading...