- Advertisement -

თბილისის საჯარო ბაღებში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

745

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სხვადასხვა სახის სახალისო და საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ. ღონისძიება სლოგანით „ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ N112-ე ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დაესწრო.

ბაღში შემოქმედებითი საქმიანობისათვის რამდენიმე სივრცე მოეწყო, სადაც ბავშვებმა კინეტიკურ-სენსორული ქვიშისგან, ყალიბების დახმარებით, ლამაზი ფიგურები გამოძერწეს, დახატეს და გააფერადეს დაუნის სინდრომის მსოფლიოს დღის მთავარი სიმბოლო – ფერადი წინდები.

მერიაში განმარტავენ, რომ თბილისის საჯარო ბაღებში ამჟამად განსაკუთრებული საჭიროების მქონე 770 აღსაზრდელი ირიცხება და ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით, გაორმაგებულია, რაც, თავის მხრივ, საბავშვო ბაღებში გატარებული რეფორმების შედეგია.

2016 წლიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღში მუშაობენ ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეც.პედაგოგები, რომელთა მთავარი ფუნქცია სწორედ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობაა. ასაკობრივი ზღვარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაღებში რეგისტრაციისათვის 6-დან 7 წლამდე გაიზარდა.

Comments
Loading...