- Advertisement -

თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობაზე 120 მილიონი დაიხარჯება

483

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას ამავე რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების მშენებლობა აისახება რეგიონში დასაქმებასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე.

"მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვემო ქართლში ხორციელდება და რომელთა შედეგებიც პირდაპირ აისახება რეგიონში დასაქმებასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე – რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე.

ჩვენ ვახორციელებთ რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების მოდერნიზაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა.

თბილისი-წვითელი ხიდის მიმართულებაზე, გრძელდება თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მშენებლობა. უკვე დასრულებულია ერთი ნაწილი, რომლის ღირებულება 95 მილიონ ლარზე მეტია. ახლა მიმდინარეობს ამავე მონაკვეთის მეორე ნაწილის მშენებლობა, რომლის ღირებულება 120 მილიონ ლარამდე გახლავთ.

მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება. ასევე, მომავალ წელს დაიწყება რუსთავი-სადახლოს მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 285 მილიონი ლარი იქნება",- განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...