- Advertisement -

თბილისმა ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა

404

ხელბურთში ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. ფინალში ფრანგებმა ესპანეთს 28:25 სძლიეს. საფრანგეთის ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დანიამ 30:29 დაამარცხა ხორვატია.

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ რუსი მაქსიმ პოპოვი აღიარეს, საუკეთესო მარცხენა გარემარბი დანიელი ემილ იაკობსენი გახდა, მარცხენა შუამარბი – დანიელი ემილ ლაერკე, მარჯვენა გარემარბი – ედუარდ კემპფი (საფრანგეთი), მარჯვენა შუამარბი – ივან მარტინოვიჩი (ხორვატია), ხაზის მოთამაშე – ლუიშ ფრადე (პორტუგალია), საუკეთესო გამთამაშებელი – ესპანელი იან სერანო ტარაფეტა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი კილიან ვილენიმო დაასახელეს, ბომბარდირის პრიზი კი 66 გოლის გამტან ისლანდიელს, ტეიტურ ორნ ეინარსონს გადაეცა.

გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჰასან მუსტაფამ, საერთაშორისო და ეროვნული ფედერაციების მაღალჩინოსნებმა და ვეტერანმა ხელბურთელებმა დააჯილდოვეს.

ხელბურთში ამ დონის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. ბექა ორჯონიკიძის და უკრაინელი სპეციალისტის ანდრეი პორტნოის გაწვრთნილმა გუნდმა B ჯგუფში იასპარეზეს: ალჟირთან 28:24, იაპონიასთან 22:30, ისლანდიასთან 25:42, გერმანიასთან 25:41, ჩილესთან 24:29.

Comments
Loading...