- Advertisement -

„თბილისური ჩუქურთმა“ – მხატვარ ეკა შალამბერიძის პირველი პერსონალური გამოფენა

15

გუშინ თბილისში არტ გალერეა Akhundov House-ში (გორგასლის ქ 17) მხატვარ ეკა შალამბერიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

გალერეის საგამოფენო დარბაზში მხატვრის 30 ნამუშევარია გამოფენილი. ექსპოზიციაში ზეთში შესრულებულ ნახატებთან ერთად გრაფიკული ტილოებია წარმოდგენილი. 
„ეს არის ახალგაზრდა შემოქმედის პირველი წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე.
დარწმუნებული ვარ, გამოფენა მწყობრად ჩაეწერება იმ ღონისძიებების რიგში, რომელიც წლევანდელი თბილისობისთვის არის დაგეგმილი, და დიდი წარმატებით ჩაივლის” – აცხადებს გალერეის დირექტორი არჩილ ბეჟანიშვილი.

ამოფენილი ნამუშევრების დიდი ნაწილი თბილისურ მოტივებზეა შექმნილი.
Akhundov House-ში ეკა შალამბერიძის ნახატები ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი და ექსპოზიცია 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Comments
Loading...