- Advertisement -

თბილისში, ბაზარში ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

561

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად სააგენტომ ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“. დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. 

Comments
Loading...