სემეკ-მა ყაზტრანსგაზის აბონენტებისთვის ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. კერძოდ, 1 კუბური მეტრის ფასი – 46.15 თეთრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ღირებულება დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაიზარდა.
ყაზტრანსგაზი მხოლოდ დედაქალაქს ემსახურება. რაც შეეხება სოკარისა და საქორგგაზის ტარიფებს, სემეკ-ი რეგიონების საკითხზე დღესვე იმსჯელებს.