- Advertisement -

თბილისში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე პირველი ფორმალური კონსულტაციები გაიმართა

553

თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე პირველი ფორმალური კონსულტაციები გაიმართა.

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ევროკავშირის მხრიდან კი – ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დირკ შუბელი. შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ასევე შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი წარიმართა კონსტრუქციულ გარემოში. მხარეებმა განიხილეს დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებული ყველა კომენტარი, რომელთა უმრავლესობაზე შეჯერდა პოზიციები. მხარეების ურთიერთშეთანხმებით, მუშაობა გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგის დროულად მიღების მიზნით.

ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მხარეებს შორის შეთანხმებულ სამოქმედო პრიორიტეტებს. 

Comments
Loading...