- Advertisement -

თბილისში, ე.წ. წითელ ბაღთან 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

344

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. წითელ ბაღთან 2 არასრულწლოვანი დაჭრეს.

დაჭრილები თბილისის №35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. დაჭრილი მოსწავლეები ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაჭრილი არასრულწლოვანიდან ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბ "შევარდენი 1906"-ის ფეხბურთელია.

გუშინ დაჭრილი სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც მედიკოსები აცხადებენ, მათ ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.

Comments
Loading...