- Advertisement -

თბილისში, მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

323

ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი ხარჩილავამ განუცხადა.

"პაციენტი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, პრაქტიკულად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვის შემდეგ. აყვანილი იქნა საოპერაციოში, ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას. პაციენტი გარდაიცვალა ტრამვული შოკით და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო", – აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.

მინის გადმოვარდნის შედეგად 6 მოზარდი დაშავდა.

Comments
Loading...