თბილისში, მოსკოვის გამზირზე გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევას 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სიგარეტის ნამწვი გახდა. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. დამწვარია 2-3 კვადრატული მეტრი.