თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, გაოძიება 240-ე მუხლით იწყება, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა.