- Advertisement -

თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობისთვს აუქციონი გამოცხადდება

628

თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო საზოგადოებრივი საპირფარეშოების (საზოგადოებრივი რეტერატების) მოწყობისთვის აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. მერიის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა. თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოები პირველ ეტაპზე 30 ადგილზე მოეწყობა. 

თითოეული მათგანის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მ 2 -ს. კონსტრუქცია, ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, რომელიც სპეციალური, ანტიბაქტერიული მასალით იქნება დამზადებული.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე, ასევე, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით.

საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“). საზოგადოებრივი რეტერატის გარე ფასადი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩაშენებული ბანკომატის, გადახდის აპარატის ან სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად.

Comments
Loading...