- Advertisement -

თბილისში ჩუთყვავილას ინფექციით საბავშვო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა

321

ჩუთყვავილას ინფექციის თბილისის №56 ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა.

აღნიშნული ბაღის დირექტორი "კურიერთა" აცხადებს რომ მსგავსი ინფექცია ბაღის სხვა აღსაზრდელებსაც აქვთ, თუმცა მსუბუქ ფორმებში. №56 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

"ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები, რამდენიმე დღეში დასრულდება მოკვლევა და სპეციალისტებს შეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხროდ, ამ შემთხვევაში ჩუთყვავილას შედარებით იშვიათი, მაგრამ რთული ფორმაა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი პატარას ოჯახს", – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

Comments
Loading...