- Advertisement -

თბილსის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა ტექნიკური ხარვეზის გამო 2 საათით გადაიდო

467

თბილისში საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 13:00 საათის ნაცვლად დაიწყება 15:00 საათზე.

თბილისს 3-დან 31 ივლისამდე 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი მოემსახურება.

საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:

  • გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186
  •  დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15
  • ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“
  •  ისნის რაიონი – N202, N29, N26, N215, N182
  • კრწანისის რაიონი – N51, N206
  •  მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162
  •  ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80
  •  საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112
  • სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45, N196, N72
  • ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.
Comments
Loading...