- Advertisement -

თეა წულუკიანი: დაველოდებით, რას უპასუხებს საიას სტრასბურგის სასამართლო

331

როგორც კი ჩვენ სტრასბურგიდან ეს აღდგენის მოთხოვნა გამოგვეგზავნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეპასუხებას წარვადგენთ“, – ასეთი შეფასება მისცა იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა საიას მიერ ევროპულ სასამართლოში განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხული საჩივრების აღდგენის მოთხოვნით საქართველოდან პირველი საჩივარის გაგზავნას.

„მათ შორის იმასაც, რომ ორი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი მოწმე იქნა დაკითხული, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა პროკურატურის ორგანოების მიერ და ამჟამად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით, რაც ალბათ მოგვცემს საშუალებას, რომ გამოძიებამ წინ წაიწიოს, შესაბამისად ჩვენ ამ საქმეებზე ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, თუ როგორ სრულდება აღებული ვალდებულებები და როგორც კი სტრასბურგი მოგვთხოვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ჩვენ ამ პასუხს წარვადგენთ და შემდეგ დაველოდებით თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღადგენს თუ არა ამ საჩივრებს განსახილველ საქმეთა ნუსხაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Comments
Loading...