- Advertisement -

თეა წულუკიანი: ეჭვი მაქვს, პატარკაციშვილის საქმე არ იქნება ბოლო გახსნილი საქმე…

19

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“თუ სასამართლოში დადასტურდება ის, რასაც დღეს გამომძიებელი და პროკურორი აცხადებს საჯაროდ პატარკაციშვილის საქმეზე, ეს არის მტკიცებულებების საფუძველზე მათი პოზიცია და ამას სჭირდება შემდეგ უკვე სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა ყოფილ მაღალჩინოსნებს შეიძლება ამ საქმიდან გამომდინარე დაემატოთ სასჯელი ან თუ აქამდე არ იყო პასუხისგებაში მიცემული, პასუხისგებაში მიეცეს.

მე ეჭვი მაწვს,რომ პატარკაციშვილის საქმე შეიძლება არ იყოს ბოლო საქმე… ჩვენ გვახსოვს წარსულში კასკადი დანაშაულებისა იმ ადამიანების, რომლებიც დღეს აღშფოთდებიან ხოლმე იმაზე, რომ მაგალითად უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არ ვაძლევ საშუალებას ტელეფონით ლაივში გადასცენ სხდომა. ეს დამნაშავე ძალების წარმომადგენლები ამგვარ რამებზე ვითარცა უწყინარნი და უცოდველნი აღშფოთდებიან ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება იმ დანაშაულებზე ყველაფერი გავიგოთ,თუ რით იყვნენ დაკავებულნი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Comments
Loading...