- Advertisement -

თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიცია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია

389

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი უკრაინული მხარის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს საკითხი ეკუთვნის უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოს“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საბჭოს წევრის, ნათია სონღულაშვილის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ექსტრადიციისთვის, უკრაინულ მხარეს ყველა მტკიცებულება გადაეგზავნა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, სადაც პროკურატურა მას ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეში სამხედროს წოდების მსჯავრდებული გერონტი ალანიას, მიხეილ ბიბილურის და ავთანდილ აფციაურის შეწყალებას ედავებოდა დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Comments
Loading...