- Advertisement -

თეა წულუკიანი: სააკაშვილის დღევანდელი დაკითხვა რას ემსახურება, არ ვიცი

432

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ უკრაინისთვის მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ, თუმცა ამბობს, რომ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა.

როგორც წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მან არც ის იცის, რას ემსახურება სააკაშვილის დღევანდელი დაკითხვა.

"ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისინი და რას ემსახურება დღევანდელი დაკითხვა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. არ მომიძიებია ეს საკითხი, რადგან ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩემი ინტერესის საგანია ის, რომ მოთხოვნა გაგზავნილია რომ დამოუკიდებელმა სუვერენულმა სახელმწიფომ უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გარეშე ძალები და მით უმეტეს სხვა სახელმწიფოები რა თქმა უნდა გავლენას ვერ მოახდენენ", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...