- Advertisement -

თეა წულუკიანი: უკრაინიდან ქართველების დეპორტაციაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა

308

"არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის, რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროებს არ ყოფილა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინიდან ქართველების დეპორტაცის შესახებ გაკეთებული კომენტარისას განაცხადა.

"არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის, რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროებს არ ყოფილა. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჩვენი ქვეყანა არის ღია და რა თქმა უნდა, მათ თუ უცხო ქვეყნის სახელმწიფო დააბრუნებს სამშობლოში, ეს სამშობლო არის ღია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის და რა თქმა უნდა, მათ დაბრუნებას, ვინც არ უდნა იყოს ის, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ყოველთვის მივესალმები",- განაცხადა თეა წულუკიანმა.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს. ისინი გუშინ ფოთის პორტში ბორანით ჩამოიყვანეს.

Comments
Loading...