- Advertisement -

თეა წულუკიანმა ქუთაისის №2 ციხის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა

10

გუშინ, ქუთაისის №2 ციხეში მომხდარი სუიციდის გამო, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

“საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს.

ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, ქუთაისის №2 ციხეში თავი მოიკლა

Comments
Loading...