გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, მოქალაქემ 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი დაყარა. შედგა საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოქალაქეს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 80 ლარის ოდენობით.
ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, სადაც მოქალაქემ 20კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენი დაყარა. შედგა საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოქალაქეს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 150 ლარის ოდენობით.