- Advertisement -

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

440

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა სოფლის ცენტრში ყოფილი ხელისუფლების დროს უკანონდ ჩამორთმეული და გაყიდული მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქციას უკვე მეორედ მართავს.

აქციის მონაწილეთა თქმით, 2011 წელს 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა და მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა, ისე გაიყიდა, რომ მათთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. მოგვიანებით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლებამ ყარაჯალას მკვიდრებზე გაასხვისა. მფობელებმა ნაკვეთების ნაწილი გასულ წელს დათმეს, თუმცა დარჩენილი 8 ჰექტარი კვლავ სხვის საკუთრებაშია, რაზეც ადგილობრივები პრეტენზიას გამოთქვამენ და მესაკუთრისთვის მიწის ჩამორთმევას შესაბამის უწყებებს თხოვენ.
აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინმყოფებოდნენ.

,,მოსახლეობა 2011 წელს გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვს, საუბარია დაახლოებით 8 ჰექტარის ფართობზე, რომელიც ამჟამად 6 პირის კუთვნილებაშია. აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას შევთავაზეთ, შეაგროვონ ხელმოწერები და სამართლებრივი რეაგირებისათვის პროკურატურას მიმართონ. იმ შემთხვევაში კი, თუ უკანონოდ მოხდა მიწების გამოძიება, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.,,- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას ალიკა შათირიშვილმა.

ყარაჯლელები ითხოვენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული მიწების მესაკუთრეებს ალტერნატიული ფართები შესავაზოს და სოფელს კუთვნილი მიწა დაუბრუნოს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დღეიდან ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, რშემდგომი ნაბიჯი კი პროკურატურაში სარჩელის შეტანა იქნება.

Comments
Loading...