- Advertisement -

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში აქცია გაიმართა

578

მოსახლეობის ნაწილი ყოფილი ხელისუფლების დროს უკანონდ ჩამორთმეული და გაყიდული მიწების დაბრუნების მოთხოვნით სოფლის ცენტრში ამ წუთებში მართავს აქციას.

აქციის მონაწილეთა თქმით, 2011 წელს 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა და მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა, ისე გაიყიდა, რომ მათთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. მოგვიანებით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლებამ ყარაჯალას მკვიდრებზე გაასხვისა. მფობელებმა ნაკვეთების ნაწილი გასულ წელს დათმეს, თუმცა დარჩენილი 8 ჰექტარი კვლავ სხვის საკუთრებაშია, რაზეც ადგილობრივები პრეტენზიას გამოთქვამენ და მესაკუთრისთვის მიწის ჩამორთმევას შესაბამის უწყებებს თხოვენ.

Comments
Loading...