თელავში, მოქალაქე გერმანული ხარის სპერმით საკუთარი ძროხის განაყოფიერებას ითხოვს

2 086

"ლეიბორისტული პარტიის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ძროხასთან ერთად მივიდა.

ნიკა ვარდოშვილის თქმით, ის ამ ფორმით ქალაქ ბიბერახის მიერ თელავისთვის 2 ათასი ევროს ღირებულების ხარის სპერმის გამოგზავნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სურს განაყოფიერება დროულად და სწორედ ამ ძროხიდან დაიწყოს.

ვარდოშვილის პროტესტის ეს ფორმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ არასერიოზულად მიიღო. მერის მოადგილის განმარტებით, სპერმა დამეგობრებული ქალაქების ბიბერახის და თელავის ერთობლივი პროექტია, რომელიც ფერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ ხარჯები მთლიანად ბიბერახმა გაიღო და ჯამში თელავის მერიას 16 ათასი ევროს ღირებულების სპერმა გადაეცემა.

Comments
Loading...