- Advertisement -

თელავში 7 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი ”თელავინო” გაიმართება

657

თელავში 7 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი „თელავინო“ გაიმართება, სადაც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები და მცირე საოჯახო მარნები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

მოეწყობა ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, რთველის ტრადიციებთან და მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. „თელავინო“, კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

Comments
Loading...