- Advertisement -

თემო გოცაძემ განცხადებიდან ხელმოწერა მოხსნა – “წერილი სულ სხვა კონტექსტით გამოქვეყნდა”

352

საქართველოს სახალხო მხატვარმა თემო გოცაძემ დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვაზე საკუთარი ხელმოწერა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან "აიპრესს" მიაწოდა.

"ვადასტურებ ხელის მოწერას დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვაზე. თუმცა, ხელი მოვაწერე არა იმას, რომ დასავლურმა კურსმა შეაფერხა საქართველოს განვითარება, არამედ იმას, რომ საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

აღნიშნული წერილი სრულიად სხვა კონტექსტითა და პოლიტიკური დატვირთვით გამოქვეყნდა, რაც ჩემთვის ყოველმხრივ მიუღებელია.

აქვე ვადასტურებ, რომ საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს. გადავწყვიტე მოვხსნა ჩემი ხელმოწერა აღნიშნული განცხადებიდან",-აცხადებს თემო გოცაძე. 

ცნობისთვის, საზოგადოებისა და კულტურის სფეროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართეს. მათი შეფასებით, "პროდასავლურმა პოლიტიკამ" და ქართველების სწრაფვამ ნატო-ს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა". წერილს ხელს აწერდნენ: რობიკო სტურუა, რეზო ამაშუკელი, ქეთი დოლიძე, ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ წივწივაძე, გოგი ქავთარაძე, გოგი ხარაბაძე, გიორგი კვესიტაძე, ჯონდი ბაღათურია და თემო გოცაძე.

Comments
Loading...