- Advertisement -

თენგიზ გუნავა: “ზუგდიდს ყავს “მაყურებელი” ცხაკაია, რომელიც დღესაც კავშირზეა ქურდებთან”

750

"მოძრაობა თავისუფალებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, თენგიზ გუნავას განცხადებით, რუხის საგუშაგოზე ავტოსატრანსპორტო ტაქსებს პარტიზანული დაჯგუფების ყოფილი წევრები ყოველთვიურ გადასახადს თხოვენ.

"უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უსუსური მუშაობა არის ის, რომ რუხის საგუშაგოზე სადაც გადასასვლელი ხიდია გალის რაიონში, არსებოობს ავტოსანტრასპორტო სამარშუტო ტაქსები, ემსახურება გალის ტერიტორიიდან გადმომსვლელებს და ზუგდიდის ტერიტორიიდან იქეთ გადამსვლელებს, მანდ იმყოფება „ტყის ძმების“ პარტიზანული დაჯგუფების ყოფილი წევრები, რომელთაც საკმაოდ შავბნელი წარსული აქვთ და ეს ადამიანები სამარშუტო ტაქსების მძღოლებს თხოვენ ყოველთვიურ გადასახადს რაც არის რეკეტი და ამაზე თვალს ხუჭავს სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც მანდ დგას.

სამწუხაროდ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მე ავღნიშნე, რომ ზუგდიდს ყავს „მაყურებელი“ ცხაკაია ეს ადამიანი დღესაც კავშირზეა ქურდებთან, ატერორებს ზუგდიდის რაიონს და ყველა მეთხილეს ის ყოველთვიურად ართმევს ფულს",-აცხადებს თენგიზ გუნავა. 

Comments
Loading...