- Advertisement -

თეოლოგი მეუფე იაკობზე: მოტივაცია ჰქონდა შური ეძია კოლეგებზე, რადგან არ დასახელდა მოსაყდრის თანამდებობაზე

10

გიორგი ტიგინაშვილის თქმით, მეუფე იაკობს ჰქონდა მოტივაცია შური ეძია კოლეგებზე, რადგან არ დასახელდა მოსაყდრის თანამდებობაზე.
“ეს იყო ინტერპრეტირებული გამოკრებილი სიმართლე, ნაწილში ისედაც ცხადი იყო, არავინ დაობს, შეიძლება დავეთნხმოთ კიდეც მოსაყდრე, როგორც პროეტქი ისე წარმაოდგინა.
ყველამ იცის, რომ მეუფე შიო არის ანგაჟირებული და პრაქტიკულად, გადაბირებული რუსეთის სპეც სამსახურების მხრიდან. ის არის რეზიდენტი და არის საქართველოს ეკლესიაში. ამ ნაწილში მეუფე იაკობის მონათხრობი, გარკვეული რაციონალური მარცვლების შემცველი იყო, სიმართლესთან ახლოს.
მისი პირადი იერიში, საპატრიარქოს და სამღვდელმთავრო პირების მიმართ, განპირობებულია პირადი წყენით. მოტივაცია ჰქონდა რომ შური ეძია საკუთარ კოლეგებზე, რადგან იაკობი არ დასახელდა მოსაყდრის თანამდებობაზე”,-ამბობს თეოლოგი “მთავარ არხთან”.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
The post თეოლოგი მეუფე იაკობზე: მოტივაცია ჰქონდა შური ეძია კოლეგებზე, რადგან არ დასახელდა მოსაყდრის თანამდებობაზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...