- Advertisement -

თეოლოგი: “ოცნების” გარკვეული შტო ლობირებდა მეუფე იაკობის კანდიდატურას მოსაყდრის თანამდებობაზე

13

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობს პატრიარქის მოსაყდრეობა თავად სურდა, ჩანაფიქრის განუხორციელებლობის გამო კი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ ანტაგონისტური გრძნობები გაუჩნდა.
” “ქართული ოცნების” გარკვეული შტო ლობირებდა მეუფე იაკობის კანდიდატურას მოსაყდრის თანამდებობაზე. იმის შემდეგ, რაც ეს არ განხორციელდა, მას გაუჩნდა პირადი ანტაგონიზმი იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, შესაბამისად, ეს განაწყენებაა მთავარი ინსპირატორი ამ ყველაფრის. არადამაჯერებელია სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ვადებში საკმაოდ დაგვიანებულია.
თუკი მას პრეტენზია აქვს კეთილსინდისიერებაზე, სულიერ მოწიფულობაზე, მღვდელმთავრულ მართლკვეთებულობაზე, ის მანამდე ვალდებული იყო, რომ სხვადასხვა ინსტანციაში აღნიშნული თემების კულტივირება მოეხდინა,”- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.
The post თეოლოგი: “ოცნების” გარკვეული შტო ლობირებდა მეუფე იაკობის კანდიდატურას მოსაყდრის თანამდებობაზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...