თერჯოლაში, საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ფაქტი "აიპრესს" შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში ლავიწის მოტეხილობით შეიყვანეს და ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც ნარკოზიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა.