- Advertisement -

თერჯოლაში, 2 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს

497

კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის პაციენტის საქმის შესწავლას, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისია დღეს დილიდანვე იწყებს. ამის შესახებ რეგულირების სააგენტო იუწყება. 

თერჯოლაში, საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ფაქტი "აიპრესს" შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში ლავიწის მოტეხილობით შეიყვანეს და ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც ნარკოზიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა.

Comments
Loading...