"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ საკუთარი სახსრებით მოუგვარდებდა პრობლემებს, თუმცა ის ახლა უზარმაზარ თანხებს ხეების გადარგვაში ხარჯავს.
"ის გლეჯს ასწლოვან ხეებს საქართველოს ორო რეგიონიდან და გადააქვს საკუთარ ეზოში. იმ ოთხი კომპანიიდან, რომელიც ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების გადარგვითაა დაკავებული,მხოლოდ "ზიმოს" 50 ხის გადარგვა აქვს შეკვეთილი გადარგვისას რბილად რომ ვთქვათ, რაც მეტად უცნაური ჰობია, აშკარად ივანიშვილის დენდროფილურ აშლილობაზე მიუთითებს, ბევრად უფრო სავალალო ისაა, რომ ამ პროცესში ნადგურდება ასობით ნარგავი და ნიადაგის ნოყიერი შრე, რომლის აღდგენას ბუნება ვეღარასდროს შეძლებს.
გარდა იმისა, რომ ივანიშვილის დენდროფილური გადახრის გამო საათობით იკეთება მათავარი მაგისტრალები, ჩერდება სარკინიგზო მოძრაობა და იყრება ლიანდაგები, იჭრება ელექტროგადამცემი ხაზები მოსახლეობისთვის, იკეტება ზღვაზე გასასვლელი გზები და ირღვევა ჯებირები, იგება სპეციალური ბეტონის გზები, რომლებსაც ხლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ხეები იყენებენ. გარდა ამ ყველაფრისა, კიდევ უფრო ნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ნადგურდება ასობით ნარგავი და ნოყიერი ნიადაგის შრე",-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.