- Advertisement -

თინა ბოკუჩავა: “ქართული ოცნება“ არის მთლიანად მარგინალიზებული და თავის თავთან დარჩენილი

453

"ქართული ოცნება“ არის მთლიანად მარგინალიზებული და თავის თავთან დარჩენილი", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუდნი ვირტუალურ, ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობს.

"ქართული ოცნებასთან" ვეღარ და აღარ თანამშრომლობს და საერთოს ვეღარ პოულობს მათი პოლიტიკური გუნდიდან მოსული პრეზიდენტი, ვეღარ ნახულობს საერთოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან კრიტიკულად იყვნენ ხოლმე განწყობილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, მაგრამ ახლანდელი რეალობა ის არის, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ბევრად უფრო ხშირად ვთანხმდებით ძალიან ბევრ რამეზე, მათ შორის მედიათავისუფლების საკითხებზე, კონსტიტუციის საკითხებზე, უფლებრივ მდგომარეობაზე. ხოლო "ქართული ოცნება" ვირტუალურ თუ ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობს სადაც ბესელია, ვოლსკი, კილაძე და ასეთი ტიპაჟები ერთმანეთს ესაუბრებიან და ცდილობენ, რომ დაგვაჯერონ სრულიად განხვავებული, ვირტუალური საქართველო", – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

Comments
Loading...