- Advertisement -

თინა ხიდაშელი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოპარვის “გაპრავება” ჯეჯელავასგან სირცხვილია!

708

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიაზე მოპარვა და გადაცემა იმათთვის ვისაც გამოექცა 🙁 გულთგონთხართა?

განათლების მინისტრისგან, რომელიც ამას აპრავებს, განსაკუთრებით სირცხვილია, განსაკუთრებით 🙁

ხელისუფლებაში მყოფი ყოფილი უფლებადამცველები რას ამბობენ? საზღვარი უკანონდ გადმოკვეთაო?“, – წერს თინა ხიდაშელი Facebook-ში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ.

Comments
Loading...