თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში რეპერების "ბირჟა მაფია"-ს წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება და წერს:
"არ დაგვავიწყდეს ეს ის საქმეა ჯერ კიდევ გუშინ:
1. პატიმრობა რომ მოითხოვეს და მიიღეს
2. სასამართლოს რომ უთხრეს საზღვრები დაუცველი გვაქვს და ამიტომ მიმალვის საფრთხეაო
3. მოსამართლემაც პატიმრობის მისჯით საზღვრების დაუცველობა რომ დაადასტურა
4. ამ საზღვრების დაუცველობაზე ჭიკჭიკი ვიზა ლიბერალიზაციას რომ საფრთხის ქვეშ აყენებენ
5. სახელმწიფოზე მზრუნველები კონიუნქტურის გამო სახელმწიფოს ფეხქვეშ რომ თელავენ
6. ერთი რეპერის ფბ სტატუსმა სამი სტრუქტურა რომ ჩამოშალა
7. შსს რომ ანგარიშსწორების ინსტრუმენტია სრულად რომ გამოაჩინა
8. დასჯილი ჯერ არავინ რომ არ არის და პოლიტიკური პასუხისმგებობაც კი არავის აუღია, ბოდიშიც კი არ მოუხდია
9. ის ისევ ახლაგაზრდებზე მზრუნველი მთავაი პორტფელის პატრონია
10. პრემიერი უკვე მერამდენედ გამოძიების შედეგებს ელოდება და იგივეს მოითხოვს ჩვენგან", – წერს ხიდაშელი.